10:30 - 28 May, 2026
|
2016-05-30 13:41:24, 514 ნახვა
პოლიტიკა
კელი კორცხელის ინციდენტზე: მსგავსი ინციდენტები თავისუფალ გარემოს ზიანს აყენებს
ის რაც მოხდა კორცხელში, აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კელიმ განაცხადა, ქვეყანაში პოლიტიკური ქცევის წესები უნდა ჩამოყალიბდეს. "ეს იყო პოლიტიკური ძალადობა, რაც დემოკრატიული ქვეყნისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის მიუღებელია, განსაკუთრებით კი საარჩევნო წელს. მსგავსი ინციდენტები თავისუფალ გარემოს ზიანს აყენებს. გვაქვს ურთიერთობა და საუბარი საქართველოს მთავრობასთან. მოვუწოდეთ, რომ ეს ინციდენტი ბოლომდე გამოიძიონ, იმისათვის, რომ პოლიტიკურ ზეწოლას და ძალადობას ადგილი არ ჰქონდეს. აღვნიშნავ, რომ აუცილებელია პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი", - განაცხადა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)