|
2016-05-27 18:09:59, 612 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: პატრიარქის იდეის გარშემო ვიმუშავებთ, თუმცა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება დღესაც საკმაოდ მარტივად ხდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოქალაქეობის მიღების პროცესის გამარტივებასთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ იდეის გარშემო იმუშავებენ. თუმცა, წულუკიანის თქმით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, პრობლემები პრაქტიკაში არ აქვთ. მინისტრის განმარტებით, ქართველებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობითა და საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქეობას საკმაოდ მარტივად ანიჭებს. „მინდა კიდევ ერთხელ საჯაროდ ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა დავუდასტურო. ჩვენ ვიმუშავებთ მისი ამ იდეის გარშემო, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ დღესაც ვინც კი არის საქართველოში დაბადებული, ვინც კი ყოფილა საქართველოს მოქალაქე, ან არ ყოფილა, მაგრამ საქართველოში დაიბადა, არიან ადამიანები, ვისაც საბჭოთა პასპორტი ჰქონდა, მერე არ ჰქონია დამოუკიდებელი საქართველოს პასპორტი, თუმცა ჩვენს ქვეყანაშია დაბადებული და ამ ქვეყნის შვილია, მათთვის დღეს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით, პრაქტიკულად ავტომატურად ხდება ხოლმე მეორე მოქალაქეობის, ანუ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. პრაქტიკაში თითქმის არ გვაქვს პრობლემები. თუ საჭიროა პრაქტიკის ხელშესაწყობად ლიბერალზიაცია კანონის, ეს ვერ მოხდება კონსტიტუციის ცვლილების გარეშე, რისთვისაც „ქართულ ოცნებას“ დღეს საკმარისი ხმები არ აქვს პარლამენტში. ამიტომაც, ჩვენ დღემდე „ქართული ოცნების“ მთავრობა პრაქტიკაზე ვაკეთებდით აქცენტს და ჩვენს ქართველებს, რომლებიც სიდუხჭირის, თუ ბედის უკუღმართობის გამო, საზღვარგარეთ აღმოჩნდნენ, პრაქტიკულად ავტომატურად იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობითა და საქართველოს პრეზიდენტის საბოოლოო ხელშეწყობით, ვანიჭებთ საკმაოდ მარტივად საქართველოს მოქალაქეობას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)