|
2016-05-27 17:05:46, 634 ნახვა
საზოგადოება
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი სოფლის განვითარების სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს
26 მაისს ხელი მოეწერა „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) საფინანსო შეთანხმებას, რომლის ბიუჯეტი 50 მილიონი ევროა და საბიუჯეტო, საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა 2016-2019 წლებში განხორციელდება და მიზნადისახავს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობას, ასევე მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას. მათივე ცნობით, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის განვითარების საკითხების კოორდინაციას განახორციელებს. საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით უწყებათაშორისი სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. აღნიშნული ჯგუფი შეიმუშავებს სოფლის განვითარების სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმას, რაც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) II ფაზის საბიუჯეტო დახმარების კომპონენტში ქართული მხარის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს. დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებითუწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა. ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების ზრდისთვის, სოფლისგანვითარებას (Rural Development) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამისათვის აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს სოფლის განვითარების ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებასა და ეკონომიკური აქტიურობის ზრდაზე“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია შემუშავდეს სოფლის განვითარების ეფექტიანი მექანიზმები საერთაშორისო და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ცნობისთვის, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშე კრისტინა კაზელა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)