09:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 10:01:55, 597 ნახვა

პოლიტიკა
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა 27 მაისს გამოქვეყნდება

ვენეციის კომისია ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას დაჩქარებული წესით მიიღებს და კომისიის პოზიცია 27 მაისს გამოქვეყნდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.

უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელებთან კონსულტაციებზე პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი განიხილეს.

ქართულმა მხარემ კომისიის წარმომადგენლებს ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო. როგორც შეხვედრაზე გაირკვა, ვენეციის კომისია ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას დაჩქარებული წესით მიიღებს და კომისიის პოზიცია დღეს გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე სტრასბურგში, ვენეციის კომისიის მდივანს თომას მარკერტსა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელს რუდოლფ დურს შეხვდა. შეხვედრას ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ესწრებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics