|
2016-05-27 09:27:40, 624 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ქართველმა ხალხმა კულტურული და ინდივიდუალური თავისუფლება პოლიტიკურ თავისუფლებად უნდა აქციოს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სახელმწიფო მიღებას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს - დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა თავისუფალი ქვეყანა თავისუფალი ადამიანებისგან შექმნილ საზოგადოებას ნიშნავს. "გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წელს. 25 წლის წინ ჩვენმა თაობამ შეძლო დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.იმ დღიდან ჩვენ დავიწყეთ თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობა. თავისუფალი ქვეყანა ნიშნავს თავისუფალი ადამიანებისაგან შექმნილ თავისუფალ საზოგადოებას და იმ შესაბამის პოლიტიკურ ინსტიტუტებს, რომელიც ამ საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს.ჩვენი კულტურული და ინდივიდუალური თავისუფლება პოლიტიკურ თავისუფლებად უნდა ვაქციოთ, სწორედ ამ სულისკვეთებით ეს წელი "ევროპული სახელმწიფოს" წლად გამოვაცხადე, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, ჩვენ შევქმენით თავისუფალ ქვეყანას.ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამოცდა გველის წინ - თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც ჩვენ, როგორც საზოგადოება, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტები, წარმატებით ჩავატარებთ.ეს იქნება კიდევ ერთხელ მტკიცედ გადადგმული გამარჯვების ნაბიჯი ამ გზაზე.კიდევ ერთხელ გილოცავთ მომავალ გამარჯვებებს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.ღმერთი ფარავდეს საქართველოს!"- განაცხადა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)