|
2016-05-26 18:05:30, 758 ნახვა
საზოგადოება
მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალურ ბინა-მუზეუმში ექსპოზიცია „ საქმე N4612“ გაიხსნა
მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალურ ბინა-მუზეუმში ექსპოზიცია „ საქმე N4612“ გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მუზეუმში წარმოდგენილია ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „გორგასლიანის“ ჩამოყალიბებისა და საქმიანობის ისტორია. ექსპოზიცია მოიცავს ფოტო და დოკუმენტურ მასალას, რომელიც 1956 წლის მოვლენებს ასახავს და საქართველოს უშიშროების არქივში დაცულ დოკუმენტებს ეყრდნობა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია შვილთან, მოადგილეებთან, რაიონების გამგებლებთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ,,მერაბ კოსტავა იყო ადამიანი, რომელმაც უზარმაზარი საქმე გააკეთა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი ერთიანობისა და სულიერი სიმტკიცისთვის მის თანამებრძოლებთან და თანაგუნდელებთან ერთად. ჩვენ მოვედით, რათა სიმბოლურად, დღევანდელ დღეს, პირველ რიგში მის ხსოვნას მივაგოთ პატივი; მეორეს მხრივ, მივულოცოთ ჩვენს თანამოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, ის, რისთვისაც ბრძოლას შეეწირა მისი სიცოცხლე. მუზეუმი წელს განახლდა. აქ განსხვავებულია გარემო, ის გამოფენა, რაც მუზეუმში წინა წლებისგან გაკეთდა. მუზეუმის ადმინისტრაციამ იმუშავა და ძალიან მნიშვნელოვანი, დღემდე უცნობი მასალა იქნა ამოღებული. საზოგადოებას შეუძლია ნახოს და გაეცნოს იმ დეტალებს, რაც დაკავშირებულია მერაბ კოსტავასთან და მის საქმიანობასთან’’, - განაცხადა თბილისის მერმა. „გორგასლიანი“ 1956 წელს დაარსდა. წლის მიწურულს, თბილისის ქუჩებში ორგანიზაციის წევრებმა კონსპირაციულად დამზადებული პროკლამაციების გავრცელება დაიწყეს. ისინი გმობდნენ 1956 წლის 9 მარტს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, საბჭოთა კავშირის მიერ სხვა ერებისათვის თავსმოხვეულ, ძალადობრივ პოლიტიკას, ასევე უნგრეთში წითელი ჯარის ინტერვენციასა და იქ სახალხო, ანტისაბჭოთა გამოსვლების დარბევას. ახალი ექსპოზიცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ეძღვნა. გარდა ამისა, 26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირისა და „გორგასლიანის“ ერთ–ერთი წევრის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)