|
2016-05-26 17:40:54, 554 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სუამ-ის გენერალურ მდივანს ალთაი ეფენდიევს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის გენერალურ მდივანს ალთაი ეფენდიევს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს სუამ-ის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები. ისაუბრეს ორგანიზაციის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და იმ მიმართულებებზე, სადაც არსებოს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სუამ-ის ფორმატში როგორც პოლიტიკურ, ისე დარგობრივ თანამშრომლობას. ამ თვალსაზრისით, აღინიშნა სუამ-ის სამდივნოს როლი ორგანიზაციის განვითარებისა და საერთაშორისო არენაზე სუამ-ის წარმოჩინების კუთხით. მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის გენერალურ მდივანს საქმიანობის განხორცილებაში ქართული მხარის სრული მხარდაჭერა აღუთქვა. სუამ-ის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარე მოწვევისთვის და დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სუამ-ის წევრ სახელმწიფოების თანამშრომლობას ორგანიზაციის ინსტიტუციონალურ დონეზე. სუამ-ის გენერალური მდივნის ვიზიტი განხორციელდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)