09:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 14:02:39, 587 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ამ წერილებს, 25 წლის შემდეგ მომავალი თაობები გახსნიან და ვნახავთ, რამდენად სწორად გამოვიარეთ განვითარების გზა

„მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ახალგაზრდას, რომელმაც თავისი ნატვრები და სურვილები საქართველოს მომავლის საკუთარი ხედვა დაწერეს და ეს არის მრავალფეროვანი წერილები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „მომავლის  კაფსულის ჩანერგვისას“ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, 25 წლის წლის შემდეგ  მომავალი თაობები კაფსულას გახსნიან და გამოჩნდება თუ რამდენად სწორად გამოიარა ხალხმა და ხელისუფლებამ განვითარების გზა.

„დღეს შევინახეთ 25 წლით, ახალგაზრდების მრავალფეროვანი წერილები  და 25 წლის შემდეგ ჩვენი მომავალი თაობები გახსნიან და ვნახავთ რამდენად სწორად გამოვიარეთ განვითარების გზა, რამდენად შევასრულეთ ჩვენი მომავალი თაობის ნატვრა, რამდენად ემთხვევა ჩვენს მიერ განვითარებული საქართველო იმ სურვილებს, რომლებიც ამ ბავშვებმა გამოხატეს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ მიულოცა სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი  და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღე, როდესაც საქართველომ 25 წელი  განვლო მას შემდეგ, რაც  დამოუკიდებლობააღიდგინა. 

„ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა მიღწევებიც და წარუმატებლობებიც, მაგრამ  ჩვენ ღირსეულად გამოვიარეთ ეს პერიოდი, ღირსეულად გამოვიარეთ იმიტომ რომ ჩვენ გვყავდნენ გმირები, რომლებმაც ჩვენი სამშობლოსთვის თავები გაწირეს, გვყავს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სამშობლო საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენონ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, მისივე  თქმით, ის ამაყია, რომ საქართველო დამოუკიდებლობის 25 წლის თავზე  ასეთი ფორმით მივიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics