19:22 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 17:36:35, 829 ნახვა

ეკონომიკა
აპრილში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 0.05 %-ით, უცხოური ვალუტით გაცემული კი 4.6 %-ით შემცირდა

აპრილში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 0.05 %-ით, უცხოური ვალუტით გაცემული კი 4.6 %-ით შემცირდა.

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 483.9 მლნ ლარით (3.0 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.7 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 15.5 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.6 მლნ ლარით (0.05 პროცენტით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 481.3 მლნ ლარით (4.6 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით გაიზარდა).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.2 მლრდ ლარის (6.1 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით ნაკლები).

2016 წლის აპრილის განმავლობაში 1.8 პროცენტით ანუ 143.0 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 7.9 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.02 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის  მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.27 პროცენტული პუნქტით შემცირდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics