|
2016-05-25 15:02:14, 547 ნახვა
საზოგადოება
სარფის სანაპირო ზოლზე გზის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ117-კმ119 მონაკვეთზე გზის საფარის აღდგენის, გზისა და სანაპირო ზოლის გაფართოების, დაცვისა და გამაგრების სამუშაოები დაათვალიერს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზა საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალია და მსაზე დღე-ღამეში, საშუალოდ, 15 000 ავტომობილი გადაადგილდება. „სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად, გზის ქვედა ფერდი ირეცხებოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა გზის მდგრადობას, ტრანსპორტსა და მგზავრებს. ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, გზის 932 მეტრიანი ნაწილი, რომელზეც კლდოვანი ციცაბო ფერდობიდან ინტენსიურად ცვიოდა ლოდები და ავტომობილებისა და ტვირთების დაზიანებას იწვევდა. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა 110 მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია, დამონტაჟდა ქვისცვენის სწინააღმდეგო ბადე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავტომაგისტრალის სავალი ნაწილის 5 მეტრით გაფართოვდება; გაიზრდება სანაპირო ზოლის მოცულობა; სანაპიროზე აშენდება 7,71 მეტრი სიმაღლის ქვანაყარი ბერმა, რამაც ტერიტორია შტორმის დროს უნდა დაიცვას. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. სარფის ნაპირგამგარების სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 58,4 მილონი ლარია. სამუშაოებზე 100 ადამიანია დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია“, - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)