|
2016-05-23 17:26:28, 654 ნახვა
საზოგადოება
პროექტ „მართე შენი ქალაქის“ ფარგლებში, კონსულტანტების შერჩევის მორიგი ეტაპი დასრულდა
საბურთალოს რაიონის გამგეობის პილოტ-პროექტის „მართე შენი ქალაქის“ ფარგლებში, ტრენერ-კონსულტანტების შერჩევის მორიგი ეტაპი გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კონსულტანტობის 44 პრეტენდენტთან საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გამართა. ტრენინგის დასასრულს, კონსულტანტობის კანდიდატებს დაურიგდათ სპეციალური კითხვარი, რომლის მიზანი იყო მოსმენილი ინფორმაციის ანალიზისა და დასკვნის უნარების შეფასება. კანდიდატთა პასუხები პროექტის მმართველი საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება პრეტენდენტთა საბოლოო შემადგენლობის შერჩევისას. „ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო. კონსულტანტობის კანდიდატებს დეტალურად გავაცანით პროექტის არსი, მიზნები, ის მოლოდინები, რაც ჩვენ პროექტზე მუშაობის დაწყების დღიდან გვაქვს. ვფიქრობ, ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რადგან დავინახეთ, რომ კანდიდატების მოტივაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ დიდი მოლოდინები გვაქვს აღნიშნული პროექტიდან, რომლის მიზანია, რომ ჩვენ თავად ვმართოთ ჩვენი ქალაქი. სწორედ ამიტომ დავარქვით მოექტს „მართე შენი ქალაქი“ , - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. „მართე შენი ქალაქი“ საბურთალოს რაიონის გამგეობის მორიგი საპილოტე პროექტია, რომლის მიზანი და ამოცანაა რაიონში სწორად ჩამოყალიბებული, ინფორმირებული, მდგრადი და სრულყოფილი ამხანაგობების განვითარება, რომლებიც იქნებიან დამოუკიდებელი და თვითკმარი სუბიექტები, შეძლებენ საკუთარი ქონების მოვლა-პატრონობასა და დამოუკიდებლად განკარგვას. კანდიდატების შერჩევა 2016 წლის აპრილში საჯარო კონკურსის გზით დაიწყო. კანდიდატობის მსურველებს საშუალებას ჰქონდათ წარედგინათ რეზიუმე და სამოტივაციო წერილები, საიდანაც მოხდა 44 პრეტენდენტის შერჩევა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მმართველი საბჭოს წევრები, მერის მოადგილის აპარატის ხელმძღვანელი, დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და საპილოტე პროექტის პერსონალი.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)