|
2016-05-23 16:30:34, 566 ნახვა
პოლიტიკა
შოთა ხაბარელის ინფორმაციით, კორცხელში მომხდარ ინციდენტებში არც ერთი მოქმედი სპორტსმენი არ მონაწილეობდა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შოთა ხაბარელის მტკიცებით, კორცხელში მომხდარ ინციდენტებში არც ერთი მოქმედი სპორტსმენი არ მონაწილეობდა. ხაბარელის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" სპორტის დისკრედიტაციას ცდილობს: "ვუერთდებით ამ სულისკვეთებას, ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის. ამ დღეების განმავლობაში ბევრი განცხადება გაკეთდა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და ხდება ქართული სპორტის დისკრედიაცია. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში, იქ არც ერთი სპორტსმენი არ მონაწილეობდა.მხედვლეობაში მაქვს საქართველოს ნაკრების წევრები, არც ერთი ფედერაციიდან არ არის ეს დადასტურებული და პირადად მეც, ვინც ვნახე ამ დღეს, არც ერთი სპორტსმენი არაა. აქედან გამომდინარე, მინდა განცხადება გავაკეთო, სპორტი გამიჯნულია პოლიტიკისგან და ნუ გავაკეთებთ ისე, რომ მთლიანად ეს ტვირთი დავაწოლოთ სპორტს და სპორტსმენებს. აქ არ ყოფილა არც ერთი მოქმედი სპორტსმენი, არც ერთი ნაკრების წევრი და ნუ ვაკეთებთ ისე, რომ მთლიანად სპორტს მივაყენოთ ჩრდილი. ეს მცდელობა არის ყოველდღიური "ნაციონალური მოძრაობისგან" და გავემიჯნოთ ამას",-განაცხადა შოთა ხაბარელმა. შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირპისრება მოხდა. განვითარებული მოვლენების დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ ხელკეტებსაც. ინციდენტის დროს აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსაც, ან ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)