|
2016-05-23 13:36:37, 511 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს წინაშე კვლავ დგას მცოცავი ოკუპაციის პრობლემა
"უნდა გავერთიანდეთ არა მხოლოდ კონფლიქტებზე რეაგირების, არამედ მათი თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით", - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტამბოლში მიმდინარე ჰუმანიტარულ სამიტზე, ლიდერთა სეგმენტის დახურულ შეხვედრაზე 70-მდე ქვეყნის მეთაურს. გიორგი მარგველაშვილმა გაერო-ს გენერალურ მდივნს ბან კი მუნს და თურქეთის პრეზიდენტს ჰუმანიტარული სამიტის ინიცირებისა და ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მსოფლიოს ჰუმანიტარული საკითხების მიმართ გლობალური ყურადღებისაკენ. საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და დევნილთა პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე. „საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ძალიან ნაცნობია საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩემმა ქვეყანამ კარგად იცის ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ტკივილი. ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია. ჩვენ წინაშე კვლავ დგას გამყოფი ხაზებისა და მცოცავი ოკუპაციის პრობლემა. რუსეთი მუდმივად ავლებს მავთულხლართებსა და ღობეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, რათა მოახდინოს ხალხის იზოლირება და წაართვას მათ ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლება, მიუხედავად მათი სურვილისა. სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ტრაგედიისა, როდესაც რუსმა სამხედროებმა უდანაშაულო და მშვიდობიანი ქართველი მოქალაქე მოკლეს საოკუპაციო ხაზთან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის დაბრუნების პირველივე დღიდან, ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოს ქმედება ამ ჰუმანიტარული სამიტის სულისკვეთებას ყოველთვის შეესაბამებოდა. „საქართველო კვლავ რჩება გაეროს მიერ წარმოდგენილი ხუთი ძირითადი ვალდებულების ერთგული. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად ჩვენ ორიენტირებული ვართ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაზე და ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებაზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში, თანამშრომლობის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია. „უნდა გავერთიანდეთ არა მხოლოდ კონფლიქტებზე რეაგირების, არამედ მათი თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით. უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა დავეხმაროთ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებს, პირველ რიგში ტერორიზმის, აგრესიისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლებს. მხოლოდ ჩვენი ერთობით და ქმედითი თანამშრომლობით, უზრუნველვყოფთ უკეთეს მომავალს მომავალი თაობებისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ლიდერთა სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)