2016-05-23 13:21:17, 608 ნახვა
პოლიტიკა
სლოვაკეთის საგარეო მინისტრი: ვფიქრობ, ევროსაბჭო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას მალე მიიღებს
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვოს სავიზო რეჟიმის გაუწმების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.
როგორც სლოვაკეთის საგარეო უწყების მინისტრმა აღნიშნა, ის პოზიტიურ ამბებს ელის, რადგან საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა.
„ვფიქრობ საბჭო გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ძალიან მალე მიიღებს. მე პოზიტიურ ამბებს ველი, რადგან საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა. ასე რომ, ველი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან დადებით შეფასებას”, - განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან