|
2016-05-20 19:19:55, 663 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანელ იურისტთა ორგანიზებით აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა
საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და ლაგოდეხის რაიონის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის ხელშეწყობით ლაგოდეხის რაიონის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა სოფელ განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლე ზოხრა რუსთამოვა. მე-2 ადგილზე გავიდა სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლე ახმედ მამედოვი. ოლიმპიადის 5 საუკეთესო მონაწილეს გადაეცა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის სერტიფიკატი. საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი არის სამოქალაქო და იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნის განხორციელების ფარგლებში საქართველოს აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ვატარებთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას“. ამგვარი ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს უფრო კარგად იცოდნენ თავიანთი უფლებები და ჩვენი ქვეყნის სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ამას გარდა, ეს ოლიმპიადა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის. ეს ღონისძიება უკვე ჩავატარეთ როგორც თბილისში, დმანისში, საგარეჯოში, ასევე წალკაში. ვგეგმავთ ყველა აზერბაიჯანულენოვან რაიონში ჩავატაროთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ეს გარკვეულწილად არის შესარჩევი ეტაპი, ვინაიდან ბოლოს გამარჯვებულებს შევახვედრებთ და უკვე ქვეყნის მასშტაბით გამოვავლენთ საუკეთესოებს. - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვი.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)