|
2016-05-19 14:47:15, 741 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკას სრულად აფინანსებს
თბილისის მერიის „ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის“ ახალი ქვეპროგრამის ფარგლებში, სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა 18 ათასამდე ბავშვს და მოზარდს ჩაუტარდა და მათგან 13 100-ს დაავადება დაუდგინდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ქვეპროგრამის მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, 130-ე სკოლას და აღდგენითი თერაპიის ცენტრ „ბაზის“ ეწვია, სადაც სკრინინგის და აღდგენითი თერაპიის პროცესს უშუალოდ დაესწრო. გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის 2016 წლის ქვეპროგრამა ითვალისწინებს თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 4-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით, ბავშვებსა და მოზარდებში სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკას. „თბილისის მერია გამოკვლევას წელიწადში ერთხელ სრულად აფინანსებს. დიაგნოსტიკის ფარგლებში გამოვლენილი დაავადებების აღდგენითი თერაპია კი, პაციენტებს, რომლებსაც „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70 001-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ, მომსახურება წელიწადში ერთხელ უფინანსდებათ სრულად, ხოლო ყველა სხვა პირს, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა - 70%-ის მოცულობით“ - აღნიშნა გელა ჩივიაშვილმა. აღდგენითი თერაპია მოიცავს - სამკურნალო ვარჯიშს, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიას და საჭიროების შემთხვევაში რენტგენოგრაფიას. აღდგენითი თერაპიის ცენტრის „ბაზის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, პროფესორ გოგი ჩახუნაშვილის განცხადებით, სკრინინგის მიზანია ძვლოვანი სისტემის დეფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გართულებების თავიდან აცილება. „თუ სქოლიოზის პრევენცია არ ჩატარდა როგორც წესი და რიგია, შედეგები იქნება სავალალო“, - განაცხადა გოგი ჩახუნაშვილმა. თბილისის მერიის პროგრამაში ჩასართავად მსურველებმა უნდა მიმართონ: შპს „დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი“, მიცკევიჩის ქ.29ა შპს " ულტრამედი“, თემქა 10 კვ. შპს "მედკაპიტალი", გამრეკელის ქ. 19 სს ვერე XXI-ს „კლინიკა მედსი“, ლ. ქიაჩელის ქ.18 შპს "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი", ჯავახიშვილის ქ.43 შპს "M მედი 22", ბუაჩიძის ქ.12ა შპს „თბილისის მე-13 პოლიკლინიკა“, რ. ლაღიძის ქ. 8 შპს „medison“, ალ. გობრონიძის ქ. 27 შპს „Krol Medical Corporation“, ი. ჭავჭავაძის გამზ. 44 შპს „თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრი“, ვაზისუბნის მე-4 მ/რ 1 კვ. შპს „თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრი“, იუნკერთა ქ. 1 შპს „თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრი“, ახალუბნის ქ. 10 შპს "მედკაპიტალი", ვეკუას 18 შპს ჰოლდინგი 23, ხიზანიშვილის 28 შპს "medison", კალოუბნის 12 შპს "medison", ვაჟა-ფშაველას 83/11 შპს" Krol Medical Corporation", ნაქალაქევის 3 შპს "ბაზი", ლუბლიანას ქ.№21 "სამედიცინო კორპორაცია ევექსი"-ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი, ლუბლიანას 21 შპს"16 შერეული პოლიკლინიკა", ლილოს დას.გრანგულიანის ქ.19 შპს " ავერსის კლინიკა", ვაჟა-ფშაველას 27/ბ კლინიკა "ნიუმედი“, მარიჯანის 4
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)