2016-05-17 23:15:20, 735 ნახვა
პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატების" აქციას, სავარაუდოდ, "რესპუბლიკელები" შეუერთდებიან
"რესპუბლიკური პარტია" "თავისუფლები დემოკრატების" მიერ დაგეგმილი შაბათის აქციაში მონაწილეობას არ გამორიცხავს. - ამის შესახებ დავით ბერძენიშვილი გადაცემა "არჩევანში" აცხადებს.
ბერძენიშვილმა დღეს არსებული ვითარებაც შეაფასა და ხელისუფლება და სასამართლო სისტემა გააკრიტიკა.
„კოლექტიური მურუსიძეების ხელშია და მედროვეების ხელშია დღეს სასამართლო. რაც შეეხება შაბათის აქციას, თავისუფალი დემოკრატები არიან ინიციატორები, მათ ამაში ვერავინ ჩაეცილება, მაგრამ ვიმედოვნებ, ბევრი ხალხი მივა და მე ვვარაუდობ, რომ მათში რესპუბლიკური პარტიის წევრებიც იქნებიან,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან