2016-05-17 22:16:48, 706 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: მე დღესვე მზად ვარ წავიდე ციხეში
"მე დღესვე მზად ვარ წავიდე ციხეში" - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
მისი თქმით, ის მზად არის, თავად აგოს პასუხი და თავად მოიხადოს სასჯელი, რადგან მიიჩნევს, რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილი მას ებრძვის.
„მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, მე დამაკავოს, თუ მას უნდა, რომ მე ვაგო პასუხი იმ პოლიტიკური, მასთან შეუთანხმებელი ნაბიჯებისთვის. თუ მას უნდა, რომ ჩემზე იყაროს ჯავრი, მე დღესვე მზად ვარ, წავიდე ციხეში. ის ვერ ბედავს ასეთი ნაბიჯის გადადგმას და მსხვერპლად შესწირა უდანაშაულო ადამიანები. მე მას გამოწვევაში ვიწვევ,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან