|
2016-05-17 17:01:41, 609 ნახვა
საზოგადოება
ბოსტნეულის მყნობის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გრძელდება
სოფლის მეურნეობისსამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წილკანის საკვლევ ბაზაზე ბოსტნეულის მყნობის პრაქტიკული ტრენინგი ჩააატარეს. ტრენინგზე თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დაიმყნო კიტრი, საზამთრო და ნესვი. დემონსტრირების შემდგომ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, თავად განეხორციელებინათ მყნობის პრაქტიკული სამუშაოები. სემინარს ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები, მებოსტნე ფერმერები და სხვა დაინტერესებული პირები, რომელთაც სოციალური ქსელის მეშვეობით გაიარეს ონლაინ რეგისტრაცია. ბოსტნეულის მყნობა არის ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ერთი ოჯახის შიგნით დაავადებისადმი გამძლე საძირისა და სასურველი ჯიშის/ჰიბრიდის სანამყენეს დაკავშირებას. კიტრის, საზამთროს და ნესვის დაავადებებისადმი გამძლე საძირედ გამოყენებულ იქნა ყაბაყი. ტექნოლოგიის ათვისება მნიშვნელოვანია გოგროვანი ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერებისათვის, ვინაიდან გარანტირებულია მცენარეების დაავადებებისგან(ფუზარიოზულიჭკნობისგანდანემატოდებისაგან) დაცვა, ვეგეტაციის გახანგრძლივება და მოსავლიანობის გაზრდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ პერიოდულად გაიმართება სხვადასხვა აგრარური მიმართულების პრაქტიკული და თეორიული სემინარები რის შესახებაც ინფორმაცია ცენტრის ვებ და სოციალურ გვერდებზე განთავსდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)