|
2016-05-17 11:09:55, 552 ნახვა
საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ ბერლინში ბავშვთა ჰოსპისი მოინახულა
პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენლებთან ერთად ბერლინში, ბავშვთა ჰოსპისი „მზიური ბაღი" მოინახულა. ვიზიტის მიზანი ბავშვთა ჰოსპისის მუშაობის სისტემის გაცნობა და გერმანული გამოცდილების გაზიარებაა. როგორც ცნობილია, საქართველოში ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს" ინიციატივით ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. მშენებლობის დასრულება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება. პირველი ლედის განცხადებით, ბავშვთა ჰოსპისის კონცეფცია გულისხმობს ბავშვისთვის მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნას, სადაც მზრუნველი პერსონალის გარდა, დიდი ყურადღება ექცევა გარემოს, ინტერიერს, ჰოსპისის სახელწოდებას და ყველა იმ დეტალს, რაც ბავშვის ახალ გარემოსთან ჰარმონიულ შეგუებას უზრუნველყოფს. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც გერმანელებს აქვთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან დაწყებული პროექტი მაქსიმალურად იყოს მიახლოებული ამ მოდელთან. ამ ბავშვებს ყველა მხარში უნდა ამოვუდგეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ, ვინც საქართველოში ამ პროექტს საფუძველი ჩაუყარა", - განაცხადა ჰოსპისი მონახულების შემდეგ მაკა ჩიჩუამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)