|
2016-05-16 17:28:11, 605 ნახვა
საზოგადოება
თამარ ხულორდავამ კავკასიის სამართლის სკოლის სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში კავკასიის სამართლის სკოლის XI სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ბუნებითი და პოზიტიური სამართალი “ გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციაში მონაწილეობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მიიღეს. თამარ ხულორდავამ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და კავკასიის უნივერსიტეტისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციაზე სტუდენტებმა სამართლის სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი ნაშრომები წარმოადგინეს, რომელიც კრებულის სახითაა გამოცემული. მათი პრეზენტაციები შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა შეაფასეს. „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რათა საშუალება მიეცათ სტუდენსებს მოსულიყვნენ და გაეგოთ სამინისტროში მიმდინარე პროსეცებზე და მოესმინათ ის პრობლემები რაზეც კონფერენციის ფარგლებში იყო საუბარი.“-განაცხადა კახა შენგელიამ. კონფერენციის დასასრულს სამი გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა, რომლებიც 2016 წლის ოქტომბერში სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს კი სართიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)