|
2016-05-16 15:46:28, 541 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ კომაროვის სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. მოსწავლეები თავდაპირველად სსე-ის სათავო ოფისს ესტუმრნენ და ცენტრალური სადისპეტჩერო მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელსაც კავკასიაში ანალოგი არ აქვს და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. უფროსკლასელები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგადად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ცენტრალური სადისპეტჩეროდან მოსწავლეები სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ეწვივნენ. პოლიგონის სამუშაო გარემო მაქსიმალურად არის მიახლოვებული იმ რეალურ გარემოსთან, სადაც ქვესადგურის პერსონალს უწევს მუშაობა. მოსწავლეებმა უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების სამუშაო პროცესში. „გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს ენერგეტიკული მდგრადობა განაპირობებს, ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება სსე-თვის პრიორიტეტს წარმოადგენს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში უფროსკლასელებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)