|
2016-05-16 12:59:23, 577 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგეობამ 112 პროექტის თანადაფინანსება განახორციელა
საბურთალოს რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე 112 სხვადასხვა სახის პროექტი დააფინანსა. მერიის ინფორმაციით, თანადაფინანსებულ პროექტებს შორისაა ლიფტების, სახურავების, სართულშუა ნაპრალების ამოვსებისა და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. „ამ დრომდე, სახურავების რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდა 25 მისამართზე, განახლდა 19 ლიფტი, რეაბილიტირდა 22 კიბე 14 მისამართზე, 4 მისამართზე დამონტაჟდა 9 კარი, სართულშუა ნაპრალების ამოვსების პროექტი 18 მისამართზე განხორციელდა, შერემონტთა 60 სადარბაზო 30 მისამართზე, წყალკანალიზაციის სისტემები შეიცვალა 10 მისამართზე. თანადაფინანსებულ პროექტებში მოხვდა სენსორული სანათების მონტაჟი ორ და წყალსაწრეტების რეაბილიტაცია 1 მისამართზე“, - აცხადებენ მერიაში. მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიმართულებით პროექტების თანადაფინანსებას აგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)