|
2016-05-13 16:24:35, 1003 ნახვა
ეკონომიკა
ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი „Georgia Investor Day in London” მიმდინარეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ტარდება, სადაც პრემიერ-მინისტრი 130-მდე პოტენციურ ინვესტორს სიტყვით მიმართავს. კვირიკაშვილი ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და მიმდინარე პროექტებში ინვესტირების შესაძლებლობებს გააცნობს. ღონისძიება ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მიერ ბრიტანეთის უდიდესი კომერციული ბანკის “Barclays”-ის, შვეიცარიული ფინანსური კონგლომერატის „UBS“-ისა და უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო ბანკის „J.P. Morgan“-ის მხარდაჭერით დაიგეგმა. ღონისძიებას ესწრებიან წამყვანი ბრიტანული საინვესტიციო ფონდების, ბანკებების, ფინანსური ინსტიტუტებისა რეგიონში პროექტების განხორციელებით დაინტერესებული კერძო ბიზნესის წარმომადგენლები. ფორუმის მონაწილეები არიან ასევე მსხვილი ქართული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომელთაც ღონისძიების ოფიციალური ნაწილისა და პრეზენტაციების შემდეგ საშუალება მიეცემათ B2B ფორმატის სესიისას პირისპირ შეხვედრები გამართონ ბრიტანულ კომპანიებთან, გააცნონ თავიანთი მიმდინარე და სამომავლო საინვესტიციო პროექტები და განიხილონ თანამშრომლობის პერსპექტივები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)