|
2016-05-13 13:24:05, 597 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ფცის მოსახლეობას ირიგაციის თანამედროვე მეთოდები გააცნეს
ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანია გრძელდება. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ამჯერად შეხვედრა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებს წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს და მის უპირატესობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. უწყების ინფორმაციით, ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. შეხვედრა, რომელსაც შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დირექტორი ვახტანგ გარდაფხაძე, ადგილობრივი მოსახლეობა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგროინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ. მსგავსი ტიპის შეხვედრები წყალმომხმარებლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)