|
2016-05-13 12:49:44, 549 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დუბაის სავაჭრო- სამრეწველო პალატის საერთაშორისო ოფისის დირექტორს, ომარ ხანს და სავაჭრო- სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ლევან დავითაშვილმა დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წლები გააცნო და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის შესახებ ვრცლად ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრების ყურადღება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე, სურსათის უვნებლობის საკითხზე და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)