|
2016-05-12 17:03:56, 557 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ქალაქ სოფიას მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, დამეგობრებისა და თანამაშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, ქალაქ სოფიას მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანია ადგილზე გაეცნო ბულგარეთის უდიდესი ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მუშაობას, მწავნე სივრცეების მოწყობისა და ეკოლოგიის საკითხებს, ასევე, მიკრობიოლოგიური ნარჩენების მართვის ტექნოლოგიებს. თბილისის მერის განცხადებით, თბილისში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისას, ნარჩენების მართვის უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე პრაქტიკის გაზიარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისევე როგორც, საინტერესოა სოფიას მწვანე სივრცეების მოწყობის სტილი, თბილისში ახალი გამწვანებული ტერიტორიების გასავითარებლად. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, დავით ნარმანიამ სოფიას განახლებული მეტროც დაათვალიერა. თბილისის მერმა, ახლადდამეგობრებული ქალაქის მეტროპოლიტენის ხელმძღვანელს ის დაგეგმილი სიახლეები გააცნო, რაც თბილისის მეტროს მოდერნზაციის ფარგლებში განხორციელდება. დავით ნარმანიას ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დასრულებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)