|
2016-05-12 12:19:13, 552 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში „იავნანას“ გამოცდილების გამოყენებას გეგმავს
პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ საკუთარ რიგებს ყველას სთავაზობს, ვისაც საქმის კეთება შეუძლია. ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც მან საზოგადოებას პოლიტიკაში მოსვლის შესახებ აცნობა. ბურჭულაძე პოლიტიკაში „იავნანას“ გამოცდილების გამოყენებასაც აპირებს: „უნდა მოვიდნენ ისინი, ვისაც საქმის კეთება შეუძლია და არა ისინი, რომლებსაც ეს ქვეყანა გასართობად უნდათ და უნდა დარჩნენ სახელმწიფო სამსახურში ისინი, ვინც ამ 25 წლის განმავლობაში ქმნიდა, აშენებდა, წინ მიჰყავდა ქვეყანა, ვინც რეალურ რეფორმებს ატარებდა და ვისაც პოლიტიკოსები იყენებდნენ, მათ ნამოღვაწარს საკუთარ დამსახურებად თვლიდნენ და იყენებდნენ თავიანთი დიდებისათვის. ნუ იფიქრებთ, რომ ქვეყანას მხოლოდ მავნე წარსული ჰქონდა, გვახსოვდეს, რომ საქართველო ნიჭიერი და მშრომელი ადამიანების სამშობლოა, თქვენი სამშობლო ჩემო ქართველებო, ჩემო თანამოქალაქეებო“, - აღნიშნულია პაატა ბურჭულაძის განცხადებაში. მისივე თქმით, მან როდესაც ფონდი „იავნანა“ შექმნა, ის ნიჭიერი და გულწრფელი ადამიანების ერთად შეკრების ინიციატორი გახდა. ახლა ეცდება ამ გამოცდილების გამოყენებას. „მეკითხებიან, კონკრეტულად რის გაკეთებას ვაპირებ ან როგორ. მე გეტყვით, რომ როცა „იავნანას“ ფონდი შევქმენი, გავხდი ნიჭიერი და გულწრფელი ადამიანების ერთად შეკრების, მათთან ერთ გუნდში ყოფნისა და მუშაობის სპეციალისტი. სწორედ ეს გამოცდილება მინდა გამოვიყენო ჩემი ქვეყნისთვის, ხელი შევუწყო ნიჭიერი და გულწრფელი ადამიანების გაერთიანებას, ერთ გუნდად შეკვრას და მათთან ერთად დაუღალავ შრომას. და ასეთი ადამიანები ჩვენს გუნდში არიან, და იქნებიან მნიშვნელოვნად მეტნი, იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს დიდი წარმატებები“, - ნათქვამია პაატა ბურჭულაძის განცხადებაში.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)