|
2016-05-11 18:24:37, 591 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთი საქართველოში ჩაის განვითარების გრანდიოზულ პროექტს იწყებს
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითრების პროექტთან დაკავშირებით ჩინური დელეგაცია ეწვია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩაის პოტენციალის ათვისება ორ ქვეყანას შორის წამოწყებული „აბრეშუმის გზის“ ერთერთი მიმართულებაა და მას ჩინეთის სოფლის მეურნეობის განხრით არსებული სხვადასხვა ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების გაერთიანება - „ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერების ტექნოლოგიური ინოვაციების და მეწარმეობის კავშირი“ უზრუნველყოფს. შეხვედრის მიზანი პროექტში არსებული სამეცნიერო საქმიანობების დაგეგმარება იყო. მხარეები შეთანხმდნენ პროექტის 5 საფეხურზე რაც ითვალისწინებს: საქართველოში არსებული ჩაის აღდგენას, ახალი ჩაის ბაღების გაშენებას, ჩაის მოყვანისა და გადამუშავების ახალი ტექნოლიგიების დანერგვას და სხვა რიგ სამეცნიერო საქმიანობებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინურ მხარეს შორის სასტუმრო პრეფერენს ჰუალინგში გაფორმდება შეთანხმება „საქართველოს ჩაის ინდუსტრიის, ვაჭრობის, კულტურისა და ტურიზმის კომპლექს პროექტის“ შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)