|
2016-05-11 14:49:20, 1063 ნახვა
საზოგადოება
№206 და №35 საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია იწყება
ზემო ფონიჭალაში მდებარე №206 საბავშვო ბაღსა და გლდანის I მკ/რნ-ში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე მდებარე №35 საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვების რეგისტრაცია 16 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მსურველებს რეგისტრაციის გავლა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge შეუძლიათ. №206 საბავშვო ბაღი 260 ბავშვს მიიღებს, №35 ბაღში კი 350 პატარა შეძლებს დარეგისტრირებას. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ბაგა-ბაღებისთვის კადრების შერჩევა დაწყებულია. ბაღები, ძირითადად, საკადრო რეზერვის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის გზით შერჩეული კადრებით, ასევე, სხვა ბაღებიდან გადმოყვანილი კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდება. №206 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებიდან, რომლებიც გასულ წლებში დაიხურა. მისი აღდგენა-რეაბილიტაცია სააგენტომ გასულ წელს შეძლო. რაც შეეხება №35 საბავშვო ბაღს, ის 2015 წელს, განსაკუთრებით გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით აშენდა. ორივე საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო და აღიჭურვა. გარდა ზემოთაღნიშნული ბაღებისა, წლის განმავლობაში თბილისში კიდევ 4 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება. ამასთან, წელს დედაქალაქში 10 ბაღის მშენებლობა დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)