|
2016-05-11 12:54:33, 582 ნახვა
საზოგადოება
ეკა მიშველაძე: ჩემს პრესსპიკერობაში საკრიტიკო არაფერია, მარგველაშვილი ყველას პრეზიდენტია როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების
პრეზიდენტის ახლადდანიშნული პრესსპიკერი ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ მედიასთან მჭიდრო ურთიერთობა ექნება. აპირებს, რომ პრეზიდენტის მოსაზრებები საზოგადოებამდე სრულყოფილად მიიტანოს. მიშველაძე ვერავითარ საკრიტიკოს ვერ ხედავს იმაში, რომ ის ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მეუღლეა. როგორც ეკა მიშველაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ამაში საკრიტიკო არაფერია, ვინაიდან გიორგი მარგველაშვილი ყველას პრეზიდენტია, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების. „მე ვაპირებ, რომ გავახმოვანო პრეზიდენტის მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავსირებით. ვაპირებ რომ მქონდეს მჭიდრო ურთიერთობა მედიასთან, რომელთან ურთიერთობაც არ გამიჭირდება, რომელიც ჩემი სულ ახლო წარსულია. ვაპირებ რომ ყველა საქმე, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიგეგმება საზოგადოების ფართო მასებისთვის გახდეს ცნობილი“, - აღნიშნავს მიშველაძე. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საზოგადოების ერთი ჯგუფისგან მისი ან პრეზიდენტის გადაწყვეტილების კრიტიკა, ვინაიდან ის ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მეუღლეა, პასუხობს, რომ ამაში გასაკრიტიკებელი არაფერია. „მართალი გითხრათ აქ საკრიტიკოს ვერაფერს ვხედავ, ვინაიდან პრეზიდენტის ინსტიტუტი ხელშეუხებელია. პრეზიდენტი არის და უნდა იყოს ყველას პრეზიდენტი, როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე ხელისუფლების. ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება. როდესაც ქვეყანაში დემოკრატიის გარანტი პრეზიდენტია, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ეკა მიშველაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერად ჟურნალისტი ეკა მიშველაძე დაინიშნა. მიშველაძე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)