|
2016-05-06 22:34:06, 601 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი UNHCR-ის წარმომადგენლებს შეხვდა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლის მოადგილეს ჰაი შელოუს და ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო სერვისების განვითარების სააგენტოსთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირებისა და პრევენციის მიზნით ხორციელდება. ამავე შეხვედრაზე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველო შეუერთდა მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემის დასრულების გლობალურ კამპანიას და ამჟამად აქტიურად აგრძელებს მუშაობას მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების სახელმწიფო სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. აღნიშნულ გეგმაში განსაზღვრული იქნება ის ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემის წარმოშობის თავიდან აცილებას და ამგვარი სტატუსის მქონე პირთა შემცირებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)