|
2016-05-11 11:16:52, 558 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ის აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნები მიმდინარეობს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში 33 კანდიდატი მონაწილეობს. უნივერსიტეტის თითო ფაკულტეტი, აკადემიურ საბჭოში 14 წევრს აირჩევს. საარჩევნო უბნები შვიდივე ფაკულტეტზე ერთდროულად გაიხსნა. თსუ-ის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრაში 791 ამომრჩეველი მონაწილეობს, აქედან 726 აკადემიური პერსონალია, 65 კი სტუდენტური თვითმმართველობის წევრია. ცნობისთვის, არჩევნების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ინდივიდვალური დამკვირვებლები აკვირდებიან. თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრების კანდიდატთა რეგისტრაცია 28 აპრილს დასრულდა. რეგისტრაცია სულ 35 კანდიდატმა გაიარა, აქედან 1, დოკუმენტაციის ხარვეზის გამო მოიხსნა, 1 კანდიდატმა კი თავად გააუქმა განაცხადი. ხმის მიცემის პროცესი დღეს, 17:00 საათზე დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)