19:04 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 16:06:49, 601 ნახვა

საზოგადოება
ცესკო-ს თავმჯდომარემ ორი წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 329,520.55 ლარი მიიღო

"სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2011-2015 წლებში ცესკო-ს წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურების მონიტორინგის პრეზენტაცია გამართა.

"სამართლიანმა არჩევნებმა" ცესკო-დან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე კომისიის ხელმძღვანელი პირების, წევრებისა და საშტატო თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების ოდენობები შეისწავლა.

როგორც პრეზიენტაციაზე აღინიშნა, შესწავლის ეტაპზე რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა. კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარეების მიერ მიღებული პრემიისა და დანამატების ჯამური რაოდენობა მათ თანამდებობრივ სარგოს უტოლდება. მაგალითად, თამარ ჟვანიას 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 329,520.55 ლარი.  აქედან, თანამდებობრივი სარგო 165,123.55 ლარია, პრემია 66.762, ხოლო სახელფასო დანამატი 97,635 ლარი. ამ პერიოდში ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ მიღებულმა პრემიამ და დანამატმა ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 99.6% შეადგინა , სიტუაცია მსგავსია ცესკო-ს სხვა თანამდებობის პირებისა და წევრების შემთხვევაში.

"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, პრემიისა და სახელფასო დანამატების ოდენობები ყოველთვიურად იცვლება, რაც ხელს უშლის საჯარო დაწესებულებაში ფინანსების განკარგვის გამჭვირვალობას. ორგანიზაციაში თვლიან, რომ მნიშვნელოვანია უფრო მკაფიოდ განისაზღვროს გაცემული პრემიების და დანამატების პერიოდულობა, საფუძველი, ოდენობა და უნდა განისაზღვროს პრემიისა და დანამატის მინიმალური და მაქსიმალური პროცენტული ზღვარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics