19:03 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 15:51:13, 542 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მოადგილეებთან ერთად, დღეს შარტავას ქუჩის N18ა-ში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე კორპუსის შიდა საერთო ეზოს გზის საფარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბექა მიქაუტაძემ სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა.

მათივე ცნობით, შარტავას N18ა-ს შიდა ეზოში, რომელიც კიდევ ოთხ სხვა კორპუსსაც ემიჯნება, გზის საფარი ძალიან იყო დაზიანებული და მისი რეაბილიტაციის თხოვნით ადგილობრივებმა გამგებელს ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართეს.

 ამავე ეზოში საბურთალოს რაიონის გამგეობა სპორტული მოედნის რეაბილიტაციასაც გეგმავს.

„ამ ეზოში გზის საფარი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ფაქტობრივად, გადაადგილება შეუძლებელი იყო არა მხოლოდ ავტომობილებისათვის, არამედ ფეხით მოსიარულეებისთვისაც. კონტრაქტორმა კომპანიამ ორი დღის წინ დაასრულა მუშაობა. ასფალტის საფარი აქ 2836 კვ.მ ტერიტორიაზე მოეწყობა. ამავე ეზოში ჩვენ მალე დავიწყებთ სპორტული მოედნის რეაბილიტაციას და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი ეზო ჩვენს რაიონში,“ - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics