01:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 21:47:37, 553 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი: პრემიერი მეჭიაურს ვერ ერევა და როგორ მოერევა უფრო სერიოზულ საკითხებს

"პრემიერი მეჭიაურს ვერ ერევა და როგორ მოერევა უფრო სერიოზულ საკითხებს" - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.

ბერძენიშვილის აზრით, გოგი თოფაძე კოალიციიდან უნდა გაერიცხათ, ხოლო მეჭიაური პარტიიდან უნდა გარიცხონ. 

”ნორმალურ სიტუაციაში, როდესაც თოფაძემ ეს გააკეთა, ის უნდა გაერიცხათ კოალიციიდან, როდესაც ამას აკეთებს მეჭიაური, უნდა გარიცხონ პარტიიდან. პარტიული დისციპლინა მოითხოვს ამას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ლევან ბერძენიშვილმა მეჭიაურის განცხადებას ”არაკვალიფიციური და ძალიან შემაშფოთებელი ლაპარაკი უწოდა”.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრმა საპასუხო განცხადება დააგვიანა და ”მეორეც, ვინც მოასწრო და მთელი მთავრობის მაგივრად, კაი სიტყვა თქვა, იმას უთხრა საყვედური”. 

”უკაცრავად, მაგრამ ეს პრემიერ-მინისტრი მთვარიდან ხომ არ ჩამოსულა, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, მათ შორის, ”რესპუბლიკელების” 10 ხმა აქვს მიღებული. ჩვენ მას ვენდეთ იმისთვის კი არა, რომ თავისივე უღირსი წევრის საქციელის გამო, თავის ღირსეულ მინისტრს მისცეს შენიშვნა. ეს სრული აბსურდია. ისე, როგორც მაშინაც შეცდომა და აბსურდი იყო, პრემიერ-მინისტრის მხრიდან თინა ხიდაშელის გაკრიტიკება. პრემიერ-მინისტრი ვერ აღიარებს, რომ მეჭიაურს ვერ ერევა. კაცი, რომელიც მეჭიაურს ვერ ერევა, როგორ მოერევა უფრო სერიოზულ საკითხებს. ამიტომ თუ აქვს საშუალება და ძალა, მოკიდოს ხელი ამ მეჭიაურს და თავისი ადგილი მიუჩინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება მოსაზრება, რომ ეს მეჭიაური თავის აზრებს კი არ ამბობს, არამედ რაღაც პლანეტარულ აზრებს ახმიანებს. ვინც უნდა იდგეს მის უკან, რასაც ამბობს მეჭიაური, ის არის სისულელე და იმის უკანაც სულელი დგას, თუ დგას”, - განაცხადა ბერძენიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics