|
2016-05-09 14:39:47, 609 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: ნარმანიასთვისვეა ცუდი, თუ საკრებულოში არ მოვა
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი, ბოტანიკური ბაღისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის მიერ საკრებულოში მისვლაზე უარის თქმას გამოეხმაურა. როგორ ზურაბიშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, საზოგადოებრივად მაღალი ინტერესის მქონე საკითხთან დაკავშირებით, მერს საკრებულოს მიერ დაბარება არც უნდა სჭირდებოდეს, ხოლო დაბარების შემთხვევაში, ის ვალდებულია, საკრებულოს წინაშე შესაბამისი ახსნა-განმარტება გააკეთოს: "არც უნდა სჭირდებოდეს მერს დაბარება. უნდა მიდიოდეს და აბარებდეს საკრებულოს ანგარიშს მანამ, სანამ ატყდება ამბავი, მაგრამ, თუკი საკრებულოს წევრები იბარებენ, ის ვალდებულია, მივიდეს. საკრებულო არის ის ორგანო, რომელიც აკონტროლებს მერიის საქმიანობას. ის საკრებულოს წევრი არ მომწონს, ის მომწონს, ამიტომ არ მივალ, იმიტომ არ მივალ, ეს მიზეზი არ არის. უნდა გააკეთოს შესაბამისი ახსნა-განმარტება. ძალიან ცუდია, არაფერი კარგი იმაში არ არის, რომ მერი არ მიდის საკრებულოში. ესე იგი, ეს ნიშნავს იმას, რომ არ არის გაცნობიერებული კარგად, საკრებულოს რა მნიშვნელობა აქვს და საერთოდ რა ფუქნციები აქვს. ბუნევრივია, ამას ჩვენ ვერ შევხედავთ მაინცდამაინც შემწყნარებლურად. ცხადია, ჩვენც მოვითხოვთ, რომ ის მივიდეს საკრებულოში და რაღაცნაირად ამ აქტუალურ საკითხზე შესაბამისი ახსნა-განმარტება მისგან მოვისმინოთ.მისი პოზიციაც მოვისმინოთ. ამ საკითხიდან თავის არიდება არ გამოვა. მისთვისვეა ცუდი, თუ არ მოვა", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის 29 ჰექტარის პრივატიზებასთან დაკავშირებით, კითხვები თავადაც აქვს: "შეკითხვები ბუნებრივია, ისმის. გვაქვს კითხვები 29 ჰექტარის პრივატიზებაზე, რომელიც საკრებულოს ეხებოდა უშუალოდ. იმიტომ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ზომის შეცვლაზე და იქ უნდა ყოფილიყო გზა გაყვანილი და ეს გზა აღარ გავიდა. დაიწყო სამუშაოები, გამოიყო ფული და შემდეგ უცბად გამოგვიცხადეს, რომ გზა სხვაგან გავა და უცებ გაიტანეს აუქციონზე. ეს, რასაკვირველია, ძალიან სერიოზულ ეჭვებს იწვევს, რომ აქ თავიდანვე სხვა რაღაც იყო გამიზნული, ამიტომ აქაც ველოდებით გარკვეულ ახსნა-განმარტებებს. ამას დადებითად ვერანაირად ვერ შევხედავთ", - განუცხადა დავით ზურაბიშვილმა "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია 6 326 495 ლარად, გაიყიდა. აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი - თანაინვესტორების ფონდი მონაწილეობდა, რომელმაც ფასი მხოლოდ ერთხელ შესთავაზა და მიწის ნაკვეთი საბოლოოდ შეთავაზებულ ფასად გაიყიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქციებიცაა დაგეგმილი.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)