|
2016-05-09 09:58:09, 535 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო გახდება ევროპული კავშირის წევრი, ამაში დარწმუნებული ვარ
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტს დაესწრნენ. კონცერტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს მიეძღვნა. პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ძალიან ნათელი და მტკიცე ნაბიჯებით მიდის ევროპული ოჯახის სივრცისკენ. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება. „25 წლის წინ საქართველო გახდა დამოუკიდებელი, მაგრამ ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ თავისუფლები ჯერ კიდევ გადასადგმელია. ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი ღირებულებების, ევროპული ღირებულებების იდენტური საზოგადოება. საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლების იდეალებზე. თავისუფლება ნიშნავს, იმას, რომ ხარ ინდივიდი, გაქვს შენი ღირებულებები და შეხედულებები და ამავდროულად შენ აღიარებ სხვის თავისუფლებას და შეხედულებებს, იფიქროს და იცხოვროს შენგან განსხვავებულად. ასე ვცხოვრობდით საუკუნეების განმავლობაში, ასეთი კულტურა შევქმენით ჩვენ, ახლა საჭიროა, ეს კულტურა გადაიზარდოს სახელმწიფოებრივ სისტემაში. ამ ნაწილში ჩვენ ძალიან გვეხმარებიან ჩვენი ევროპელი კოლეგები. ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური ხელმძღვანელობაც ძალიან ნათელი და მტკიცე ნაბიჯებით მიდის ევროპული ოჯახის სივრცისკენ, ამას მეტყველებს ჩვენს მიერ დადებული ხელშეკრულებები, ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც ვითარდება საქართველოში და ამის ნათელი დადასტურება იქნება ის ევროპული სტანდარტის არჩევნები, რომელიც ჩატარდება წელს და რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ძალიან აქტიურად ჩაერთვება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის მომავალი გამარჯვებები, რომელიც ჩვენ გვექნება ამ გზაზე. საქართველო გახდება ევროპული კავშირის წევრი, მე ამაში დარწმუნებული ვარ!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სტუმრებს შორის იყვნენ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, ფიქრია ჩიხრაძე, მაია მელიქიძე, ალექსანდრე ბარბაქაძე, სოფიო შამანიდი. კონცერტის შემდეგ საპატიო სტუმრებისთვის მიღება გაიმართა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)