|
2016-05-08 17:14:46, 542 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: მე ვხედავ ერს, რომელმაც იცის, როგორ შექმნას ევროპული ქვეყანა
"მე ვხედავ ქვეყანას, ერს, რომელსაც აქვს ხედვა, იცის ხვალ, ზეგ რა უნდა გააკეთოს, ქვეყანას, რომელიც თავის ტერიტორიებს ომით არ გაამთლიანებს",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რიყის პარკში განაცხადა, სადაც ევროპის დღეები საზეიმოდ გაიხსნა. მისივე მტკიცებით, საქართველო ევროპული ერი აუცილებლად გახდება: "2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადეთ. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ამ წელს მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. 25 წლის წინ, ჩვენ ერთად ვიდექით იმისათვის, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნილიყო, ბევრად უფრო რთულ ვითარებაში- საბჭოთა კავშირში. ჩვენ ეს ერთად შევძელით. დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ. თავისუფლებისკენ ნაბიჯის გადადგმა ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ვიღაცას გაემიჯნები, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ შენ შექმნი შენსას, უნიკალურს, განსაკუთრებულს, თანამედროვეს, ისეთს, როგორიც შენ გინდა, როგორიც შენს წინაპრებს უნდოდა, როგორიც შენს შთამომავლებს ენდომება. ამ თვალსაზრისით, ჩვენ დღეს ახალ ნაბიჯს ვდგამთ ევროპული საქართველოს შექმნის კუთხით. მე ვხედავ ქვეყანას, ერს, რომელსაც აქვს ხედვა, რომელმაც იცის ხვალ, ზეგ რა უნდა გააკეთოს. ქვეყანას, რომელიც თავის ტერიტორიებს გაამთლიანებს არა ომით, არამედ იმით, რომ განსაკუთრებულ ქვეყანას, თავისუფლებას შექმნის აქ. აი ასე მეგობრობით, ერთად დგომით, წინ სვლით, ჩვენ შევძლებთ და გავხდებით ევროპული ერი და ამას წელს განსაკუთრებით დავამტკიცებთ, რადგან ყველა თქვენთაგანი მივა არჩევნებზე და გადაწყვეტს ქვეყნის მომავალს. გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს და ღმერთი ფარავდეს მას",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა რიყის პარკში სიტყვით გამოსვლისას. ევროპის დღეების ფარგლებში, 3 კვირის განმავლობაში, უამრავი საინტერესო ღონისძიება გაიმართება, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ღონისძება საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროპული გზისა და არჩევანის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეახსენებს. დღეს სტარტი აიღეო ევროპულმა სოფელმა, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ორგანიზებით მოეწყო 28 წევრი ქვეყნის კუთხეები. თითოეული მათგანი წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის კერძებს, ეროვნულ სამოსსა და სხვა ტრადიციებს. მათ შორისაა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კუთხეც. იმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროვიზიის ვარსკვლავები, მოძრაობის თეატრი. ყველა ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ერთიანობა მრავალფეროვნებაშია.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)