|
2016-05-07 17:48:47, 613 ნახვა
პოლიტიკა
ენმ პარტიის შტაბებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარტიის შტაბებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: "22 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის გამოტოვებული წევრების არჩევნებში, სოფელ კორცხელსა და წყალტუბოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს იყრიან მამუკა ლაშხია (სოფელ კორცხელში) და ბუხუტი ფირცხალავა (სოფელ წყალტუბოში) მათი შტაბები აქტიურად მუშაობენ. ცხადია, ხელისუფლება შეშფოთებულია მათი აქტიურობით, ამიტომ ზეწოლის ჩვეულ ხერხს მიმართავს - დღეს გამთენიისას, თავდასხმა მოხდა შტაბებზე, დაზიანებულია კანდიდატების საარჩევნო ბანერები. ამ ვანდალურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ნათელია, ხელისუფლებამ გადაწყვიტა გააგრძელოს გასული წლების პრაქტიკა, როდესაც მოსახლეობის პრობლემის გადაჭრისა და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, ივანიშვილის ხელისუფლება მის მიერვე ორგანიზებული ჯგუფების ხელით თავს ესხმოდა და არბევდა ნაციონალური მოძრაობის შტაბებს. ეს საქმეები დღემდე გამოუძიებელია და არავინ დასჯილა. ნათელია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მისი წინამორბედის, ღარიბაშვილის გზას დაადგა და ისიც ივანიშვილის მარიონეტია - გარდა ზეწოლებისა, ხდება ადმინსტრაციული რესურსის გამოყენება. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუფარავად მონაწილეობენ ხელისუფლების კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებში. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, მსგავსი ქმედებებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ვერ გააჩერებთ და ვერც არჩევნების შედეგებზე მოახდენთ გავლენას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მთელი პასუხისმგებლობა მსგავს შემთხევებზე ეკისრება ხელისუფლებას, პირადად გიორგი კვირიკაშილსა და შს მინისტრს, რომელთაც არ სურთ გამოიძიებულ იქნას ეს დარღვევები. ჩვენი პასუხი კი, ხელისუფლების მსგავს უპასუხისმგებლო ქმედებებზე, იქნება ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება არჩევნებში, ივანიშვილის ქართული ოცნების მმართველობის დასასრული და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმის სწრაფი განხორციელება“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)