|
2016-05-07 11:10:28, 644 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია: “ნაციონალური მოძრაობის” დაძახილზე საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ
საკრებულოში დადგენილი წესის მიხედვით მივალ, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” დაძახილზე საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ, - ამის შესახებ გადაცემა 2030-ში დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, პოლიტიკურ ოპონენტებს, ვისაც საღი აზრი აქვს და საზოგადოებას არ ატყუებს, პატივს სცემს, მაგრამ ვინც საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მასობრივად ცრუობს და საკრებულოს დარბაზს პოლიტიკური შოუს მოსაწყობად იყენებს, მათ დაძახილზე საკრებულოში მისვლას არ აპირებს. „ჩვენ დავამკვიდრეთ ისეთი პრაქტიკა, როცა დედაქალაქის მერი ყოველი წლის ბოლოს საკრებულოში ბიუჯეტს წარადგენს და ამავდროულად, საკრებულოს ანგარიშს აბარებს. მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მე მევალება, წელიწადში ერთხელ საკრებულოში ანგარიში გავაკეთო, რასაც პირნათლად ვასრულებ. თავის დროზე, იქ ორჯერ ვიყავი, როცა ბიუჯეტი წარვადგინე და ანგარიშიც გავაკეთე. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდებს შორის არ შეიძლება მივიდე. საკრებულოში ძალიან ხშირად დავდივარ და უმრავლესობასთან კომუნიკაციაც მაქვს. ასე რომ, უმრავლესობის მოთხოვნის შემთხვევაში, დადგენილი წესის მიხედვით, მივალ, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” დაძახილზე საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ. პოლიტიკურ ოპონენტებს, ვისაც საღი აზრი აქვს და საზოგადოებას არ ატყუებს, პატივს ვცემ, მაგრამ ვინც საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მასობრივად ცრუობს და საკრებულოს დარბაზს პოლიტიკური შოუს მოსაწყობად იყენებს, მათ დაძახილზე მისვლას არ ვაპირებ“, - აღნიშნა ნარმანიამ. რაც შეეხება მერის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებას, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ იმპიჩმენტს დადგენილი ნორმები აქვს და ეს არ არის ერთი და ორი დეპუტატის განსასაზღვრი საკითხი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლა ურჩია. “ყველაზე მეტად გამაოცა თბილისის მერის, ჩემი დიდი ხნის კოლეგისა და მეგობრის პოზიციამ იმასთან დაკავშირებით, რომ დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს. უბრალოდ, გავოცდი ამ განცხადების გამო. მინდა, ვთხოვო და ვურჩიო ბატონ დავითს, რომ გაითვალისწინოს - თუ დეკემბრამდე არ მივა საკრებულოში, შესაძლოა, დეკემბრიდან საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა და არა მხოლოდ საკრებულოს. ეს არ არის სწორი პოზიცია - ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოს, თუ პარლამენტს, მაინცდამაინც დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ. ამაზე მეტყველებს ჩვენი უახლოესი წარსული. ყველა კითხვაზე ყველას უნდა ჰქონდეს პასუხი”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა კი აღნიშნა, რომ დავით უსუფაშვილის ეს განცხადება მერის იმპიჩმენტის დაწყებაზე მინიშნებაა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)