|
2016-05-06 16:43:40, 501 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ვფიქრობ, უზენაესი სასამართლოს წევრობის სამივე კანდიდატი წაადგებოდა საქართველოს მართლმსაჯულებას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან - ნონა თოდუასთან, თამარ ლალიაშვილთან და ანა დოლიძესთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მან მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტში მიმდინარე პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. დავით უსუფაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, შიდა ფრაქციული და შიდა საპარლამენტო კონსულტაციები მიმდინარეობს, რაც, მისივე განმარტებით, აუცილებელია კოლეგიურ ორგანოში გადაწყვეტილების მისაღებად. „ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო მათთვის მიმეწოდებინა ის ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით, რაც პარლამენტში მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ბოლო დღეებში გაჩნდა გარკვეული კითხვები კონსულტაციებთან თუ გასამართ კონსულტაციებთან დაკავშირებით. მე მათაც მოვახსენე და მინდა, ეს იყოს სრულიად ნათელი, რომ პროცესის ამ ეტაპზე მიმდინარეობს ერთადერთი ტიპის კონსულტაციები, ეს არის შიდაფრაქციული და შიდასაპარლამენტო კონსულტაციები, რომლებიც არის სრულიად აუცილებელი კოლეგიურ ორგანოში გადაწყვეტილების მისაღებად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, სხვა ინსტიტუტებთან და დაწესებულებებთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს და კანონპროექტის განხილვის მსგავსად, საკადრო საკითხების განხილვასაც გარკვეული დრო და აზრთა შეჯერება სჭირდება. „კანდიდატებს მოვახსენე, რომ სამშაბათს, პარლამენტის ბიუროზე მე კოლეგებთან მექნება ამის თაობაზე კონსულტაცია, დიახ, შიდა კონსულტაცია და ჩამოვყალიბდებით, ეს საკითხი გავა პარლამენტში განსახილველად მომავალ კვირას თუ კიდევ ვინმეს სჭირდება კონსულტაციებისთვის და საკითხის შესასწავლად კიდევ დამატებით, ალბათ, მაქსიმუმ ორი კვირა. იმიტომ, რომ მგონია, მაისის ბოლომდე პარლამენტმა თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება შესაძლო გადაწყვეტილებებს, მე ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ, ეს არის კოლეგიური საკითხი, თითოეული კანდიდატის მოსამართლედ გამწესებას სჭირდება 76 ხმა. პირადად მე ვთვლი, რომ სამივე კანდიდატი არის ძალიან გამოცდილი, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი და ისინი წაადგებოდნენ საქართველოს მართლმსაჯულებას, სასამართლო სისტემას, მაგრამ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი და მე ვვარაუდობ, რომ ეს იქნება მაისის ბოლომდე“,- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)