|
2016-05-05 16:29:09, 679 ნახვა
პოლიტიკა
კორნელი კაკაჩია: „ნაციონალური მოძრაობიდან“ წევრების წასვლა შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე მიუთითებს
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძემ და მიხეილ სააკაშვილმა ახალი პარტია ერთად შექმნან, - ასე შეაფასა გიორგი ვაშაძის დღევანდელი გადაწყვეტილება პოლიტოლოგმა "ექსპრესნიუსთან" საუბრისას. როგორც პოლიტოლოგი ვარაუდობს, "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი წევრი, გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერად შეიძლება ჩაითვალოს. მისივე თქმით, ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ სააკაშვილის გუნდთან უკრაინაში, დღემდე თანამშრომლობს. "რთულია იმაზე საუბარი შექმნიან თუ არა გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილი ახალ პარტიას, თუმცა გამორიცხული არ არის, ეს ასეც მოხდეს. ეს გაირკვევა იმ პირველი გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, რომლებსაც გიორგი ვაშაძე ახალი პარტიის შექმნისას განახორციელებს. უცნობია თუ რომელ ჯგუფს წარმოადგენდა ვაშაძე პარტიაში მოღვაწეობის დროს და არის თუ არა ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, მაგრამ ჩემი აზრით, ვაშაძე სწორედ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფში მოიაზრება. გამომდინარე იქიდან, რომ ის სააკაშვილის გუნდთან უკრაინაში დღემდე თანამშრომლობს, შესაძლებელია, რომ მათ პარტია ერთად შექმნან. ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ", - განაცხადა კაკაჩიამ. როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ვაშაძის გადაწყვეტილება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით მოულოდნელი არ იყო. პოლიტოლოგის თქმით, "ნაციონალურ მოძროაბაში" გარკვეული შიდაპარტიული დაპირისპირება არსებობს. "დიდი ხანია საუბარი მიდის, იმაზე, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" გარკვეული შიდა დაჯგუფებები არსებობენ. პარტიის შიგნით დაპირისპირება იყო ლიდერებთან, პარტიის მომავალთან, რებრენდინგთან და მომავალი არჩევნების დროს პარტიის სახეებთან დაკავშირებით. ამიტომ განსხვავებული აზრი პარტიაში რა თქმა უნდა არსებობდა. აქედან გამომდინარე ვაშაძეს მიერ პარტიის დატოვება არც თუ ისე მოულოდნელია", - განაცხადა კაკაჩიამ. პოლიტოლოგის შეფასებით, გიორგი ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობისთვის" საკმაოდ სერიოზული დანაკარგია. "დანაკარგი არის იმ თვალსაზრისით, რომ ის იყო ასოცირებული საჯარო სამსახურის რეფორმასთან და მას ჰქონდა საკმაოდ წარმატებული იმიჯი რეფორმების გატარების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე რაც უფრო ბევრი ასეთი ადამიანი დატოვებს "ნაციონალურ მოძრაობას" ეს პარტიისთვის წინასაარჩევნო პერიოდში მომგებიანი არ იქნება", - აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ. კორნელი კაკაჩიას თქმით, პარტიას თავის დროზე "გირჩი" გამოეყო, ხოლო პერიოდულად სხვადასხვა წევრები ტოვებენ, რაც პარტიის შიგნით განხეთქილებაზე მიუთითებს. რაც შეეხება პარტიის შიდა დაჯგუფებებს, პოლიტოლოგის განმარტებით 2 ძირითადი დაჯგუფება იკვეთება, ხოლო დებატების ძირითადი საკითხი მიხეილ სააკაშვილის ფიგურის გარშემოა. "ჩვენ არ ვიცით შიდაპარტიული დინამიკა, მაგრამ სავარაუდოდ დებატების ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ხშირად დგას ამ პარტიში, არის მიხეილ სააკაშვილის ფიგურა. პარტიაში არსებული გარკვეული ჯგუფები, თვლიან, რომ სააკაშვილი როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი უნდა წავიდეს და მისცეს პარტიას საშუალება, დამოუკიდებლად განვითარდეს. არსებობენ სხვა ჯგუფებიც, რომლებიც პირიქით ფიქრობენ და თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე პარტიის მომავალი შეუძლებელია. სწორედ ის რეიტინგი, რომელიც პარტიას დღეს აქვს მიხეილ სააკაშვილის პირად რეიტინგთან არის დაკავშირბეული. ამიტომ ყველაფერი არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი, მათ შორის შეიქმნება თუ არა სააკაშვილის და ვაშაძის ერთობლივი პარტია", - განაცხადა პოლიტოლოგმა. ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და პარტიის ლიდერებს - გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძეს, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილსა და გოკა გაბაშვილს დაუპირისპირდა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)