17:14 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 18:24:11, 595 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ N16 პენიტენციურ დაწესებულებას საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებას  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიხეილ ჭუმბურიძემ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა საჩუქრად სპორტულ ინვენტარი გადასცეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ინვენტარი დაწესებულებას ერთ-ერთი მსჯავრდებულის წერილის საფუძველზე  გადაეცა.

ფეხბურთელებმა მსჯავრდებულებს  სპორტული მაისურები, ქუდები, ბურთები და სხვა საჭირო ინვენტარი გადასცეს. ფედერაციის წევრებმა   დაწესებულებაში არსებული კალათბურთის, ტენისისა და სპორტული დარბაზები დაათვალიერეს. შეხვედრის ბოლოს კი   მსჯავრდებულებთან ერთად  ფეხბურთი ითამაშეს.

 „მნიშვნელოვანია მსჯავრდებულებთან ურთიერთობა და ფეხბურთის ფედერაცია შეძლებისდაგვარად ცდილობს მათთან  კონტაქტი ჰქონდეს.  სპორტული ინვენტარი დაწესებულებაში სწორედ   ერთ-ერთი მსჯავრდებულის თხოვნით შემოვიტანეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობას“, - განაცხადა  კახა ჭუმბურიძემ.

შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ფარგლებში, ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics