17:14 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 15:40:07, 579 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია გერმანელ ჟურნალისტებს შეხვდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერთან, ლაშა აბაშიძესთან და მოადგილეებთან, ირაკლი ლექვინაძესთან და ნინა ხატისკაცთან ერთად, გერმანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,  დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს სიტყვით მიმართა და დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის, ქალაქში მიმდინარე პროექტებისა და მოქმედი პროგრამების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მათივე ცნობით, გერმანელი ჟურნალისტების შეკითხვები, ძირითადად, ქალაქში მიმდინარე პროცესებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას შეეხებოდა. ასევე, დაინტერესდნენ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტითა და შემოსავლებით, ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, არსებული გამოწვევებით და მათი გადაჭრისგზებით.

თბილისის მერმა, თავის მხრივ, ჟურნალისტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო წლებში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ და  ესაუბრა დედაქალაქის ახალ, პროგრამულ ბიუჯეტზე, ასევე, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მაჩვენებელზე.

დავით ნარმანიამ გერმანელ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა პროექტ „ახალ ტფილისთან“ დაკავშირებითაც და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების კუთხით დედაქალაქის მთავრობის პროექტები წარუდგინა.

გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოს საინფორმაციო ტურის ფარგლებში სტუმრობს. პრესტურის განმავლობაში სტუმრები შეხვედრებს მართავენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics