17:13 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 11:52:45, 574 ნახვა

საზოგადოება
მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილთა დასახლებებში ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 3 სპორტული მოედანი და 10 საბავშვო მოედანი მოაწყო. 

გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 185 დევნილი ოჯახისთვის გათბობის სისტემა დამონტაჟდა. პროექტის საერთო ღირებულება  1 356, 267, 24 ლარია. ხონის დევნილთა დასახლებაში სათამაშო და სპორტული მოედნები, დევნილთა და განსახლების მინისტრმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა „USAID”-ის მისიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს. 

აღნიშნული პროექტი 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა. პროექტი შპს ,,ჯავამ“ განახორციელა და სამუშაოებზე 60 ადამიანი დაასაქმა, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლე იყო.

საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) $52 მილიონიანი მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის დახურვის ცერემონია ხონში გამართა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, USAID-ის მისიის  დაფინანსებით,     მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა და რეაბილიტაცია ჩაუტარა არაერთ ობიექტს. სწორედ ასეთი თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 40 000 იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელი პირობები;  17 ყოფილი საავადმყოფო გადაკეთდა სრულად უზრუნველყოფილ საცხოვრებელ ბინად; გაუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა 22 კოლექტიურ ცენტრში;  ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში აშენდა და სანიტარული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა იძულებით გადაადგილებულ პირთა 10 დასახლებაში;  ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მცხეთის, დუშეთის, გორის, ქარელის და ონის 25 კილომეტრიან გზას. აშენდა ონის წყლის სათავე ნაგებობა და განხორციელდა 32 კილომეტრიანი სარწყავი არხის სრული რეაბილიტაცია შიდა ქართლში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics