22:23 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 17:12:13, 591 ნახვა

პოლიტიკა
ფემიციდი შესაძლოა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში გადავიდეს

ფემიციდი  (ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე სასტიკი ფორმა-მკვლელობა) შესაძლოა,  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში გადავიდეს. აღნიშნულს  „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში ინიცირებულია და მისი ავტორები ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრები - თამარ კორძაია და თამარ ხიდაშელი არიან.

ცვლილებები ფემიციდის ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აღიარებასა და მის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში მოქცევას გულისხმობს.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით,  გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და მსუბუქი დაზიანება, ცემა, ძალადობა, იძულება და მუქარა, დამამძიმებელ გარემოებად უნდა იქნას აღიარებული.

კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზეზია გენდერული ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობის  და მკვლელობის მცდელობის გახშირება.

"გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის საერთო რიცხვმა ორი წლის მონაცემებით 60-ს გადააჭარბა, რაც საგანგაშო სტატისტიკაა“, - აღნიშნულია კანონპროექტის  განმარტებით ბარათში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics