|
2016-04-28 19:20:43, 552 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ბოკუჩავა: მამაკაცი კოლეგების მხრიდან ქალი პარლამენტარების მიმართ შეურაცხმყოფელ წამოძახილებს აქვს ადგილი
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს დეპუტატი მამაკაცების მხრიდან ქალი პარლამენტარების მიმართ შეურაცხმყოფელ წამოძახილებზე რეაგირება სთხოვა. ამის შესახებ ბოკუჩავამ პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა. „ნამდვილად მეუხერხულება, რომ ჩემი ყოველი გამოსვლის დაწყებისას თითქმის ყოველთვის მიწევს საპარლამენტო ეთიკაზე საუბარი, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, თუ რამდენად მიუღებელია ჩემთვის ისეთი წამოძახილები და კომენტარები, რომელიც ვიხილეთ დღეს ამ დარბაზში კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ. ქალბატონო მანანა, მინდა მოგმართოთ თქვენ, არა მხოლოდ როგორც ვიცე- სპიკერს, არამედ ასევე როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, ძალიან გთხოვთ ნუ გავხდით ამას უკვე მიღებულ პრაქტიკად. როგორც წესი ეს წამოძახილები და შეურაცხმყოფელი კომენტარები არის ხოლმე მამაკაცების მხრიდან ქალი პარლამენტარების მიმართ”, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)