21:23 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 19:15:48, 354 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი პოლსონის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლსონის ინსტიტუტის წარმომადგენელებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს რეგიონულ როლსა და "ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პოლსონის ინსტიტუტის თავმჯდომარემ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ჰენრი პოლსონმა გიორგი კვირიკაშვილს ჩიკაგოს ისტორიული კლუბის შენობაში უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა "აბრეშუმის გზის" პროექტის მნიშვნელობას მასში მონაწილე ქვეყნებისთვის და ითქვა, რომ ეს ეკონომიკური ინიციატივა ბევრ ახალ შესაძლებლობას უქმნის ქვეყნებს, რომლებიც ამ გზის გასწვრივ მდებარეობენ. 

საქართველოს რეგიონული როლი და  მისი სატრანზიტო პოტენციალი განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის წევრ ქვეყანებთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონში არის პირველი, რომელმაც წამოიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.

საუბარი აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოტენციალსა და პერსპექტივებს შეეხო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics