|
2016-04-27 15:37:05, 324 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი: ეკონომიკის თემა მთავრობისთვის „შეაყარე კედელს ცერცვივით“ არის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ეკონომიკის თემა „შეაყარე კედელს ცერცვივით“ არის ჩვენს მთავრობისთვის. როგორც მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მთავრობა არაადეკვატურია იმ მოთხოვნილებების მიმართ, რაც ქართველ ხალხს აქვს. ”1,7 პროცენტი - მინდა დაიმახსოვროთ ეს ციფრი კარგად. სწორედ ეს არის მიზეზი იმ გაჭირვების, იმ უნიათობის და უცოდინრობის, რასაც თქვენი მთავრობა აკეთებს. თქვენ ხართ კმაყოფილი იმით, რომ აქ ლამაზად ლაპარაკობთ, მაგრამ ქუჩაში როგორც გახვალთ, ეს თქვენი კმაყოფილება გადავა უკმაყოფილებაში. თქვენ აბსოლუტურად არაადეკვატური ხართ იმ მოთხოვნილებების, რაც ქართველ ხალხს აქვს. თქვენ უნიკალური რამ გააკეთეთ და შეძელით ის, რომ 2011 წელზე ნაკლებია საქართველოდან ექსპორტი. დღეს არის ყველაზე მაღალი საგარეო ვალი ბოლო პერიოდის განმავლობაში. 15 მილიარდ დოლარს უტოვებს თქვენი მთავრობა მომავალ თაობებს გადასახდელად. ეს არის იმ უნიათობის გადასახადი, რასაც შეუსრულებელი ბიუჯეტი ჰქვია, რასაც ვალების აღება ჰქვია”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)